თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს

ნახვები: 485 „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე გააკეთა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ "ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური".

"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - აღნიშნა მალაშხიამ და წაიკითხა სიის ოცეული, ვინც განცხადებას უერთდება: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

ამასთან, მისი ნანა მალაშხიას თქმით, აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად, "სანამ ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ხმები არ იქნება გაგონილი".

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს. შედეგების მიხედვით „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ მეორე ადგილზეა, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიციამ მიღებული ხმების მიხედვით პარლამენტში 20-მდე მანდატი მოიპოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა