კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

ნახვები: 468 სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღე დაირღვა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზაიანა ეგრეთ წოდებულმა „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებამ, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბენ კარდინი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატო-ში.

„საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციისკენ, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, - აღნიშნულია ბენ კარდინის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა