კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირს

ნახვები: 463 ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირს

განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დადებითი ანგარიში არ მოეწონათ.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, მთავარი მისია სწორედ ეუთო/ოდირის მისია გახდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები უკმაყოფილო გახდნენ იმ შეფასებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა გააკეთა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხებათ, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გამოვიდნენ და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ. ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა