კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს

ნახვები: 553 შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს.

მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა".

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - აცხადებს ბენჟამინ დოუსა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.

Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა