კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - კურსკში 8 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება

ნახვები: 477 ენტონი ბლინკენი - კურსკში 8 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მათ სამხრეთ კორეელ კოლეგებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ბლინკენის განმარტებით, რუსეთი წვრთნის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიის, უპილოტო საფრენ აპარატების გამოყენებასა და ძირითად ქვეით ოპერაციებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სრულად აპირებენ გამოიყენონ ისინი წინა ხაზის ოპერაციებში.

„ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები, თუ ბრძოლის ველზე. შევლენ. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ეს ჯარები უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში განლაგებული, მაგრამ მოველით, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უკრაინის წინააღმდეგ "ხორცსაკეპ მანქანა" ომში გამოყენება "სისუსტის აშკარა ნიშანია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა