კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

ნახვები: 474 თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა.

ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის ხასიათი  შესძინა.

თიბისი საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად, ჩამოხსნილი ქუჩის სარეკლამო ბანერები ახალ, ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. რამდენიმე თვის წინ, პირველი ასეთი პროექტი თიბისიმ რაგბის კამპანიას - „ერთად გავიმარჯვებთ“-ს მიუძღვნა, ახლა კი „თიბისი - შენი ერთგულის“ ფარგლებში ჩამოხსნილი ბანერები გადამუშავდა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.

„სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე - ეს ის პროექტია, რომელიც თიბისის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. თიბისიში ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს. ასევე, ბევრი წელია ახალ თაობას, მათ შორის სთრით-არტისტების კომუნას სხვადასხვა ფორმით ვუჭერთ მხარს. ამ მიდგომებს არაერთი პროექტის განხორციელებით ვაძლიერებთ, სწორედ ასეთია ბანერების გადამუშავების ინიციატივა და მათგან ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნის კამპანიაც“ - მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.    

თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. თიბისი გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ფუნქციური ნივთები შექმნას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა