Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ვინ მისცა ძებნილ პირს ცესკოს აკრედიტაცია?! - ენმ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 503 ვინ მისცა ძებნილ პირს ცესკოს აკრედიტაცია?! - ენმ განცხადებას ავრცელებს

როგორ მოხვდა ძებნილი და სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი 26 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ მიიღო ცესკოს აკრედიტაცია? ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს  პროკურატურამ დაკითხოს და გამოიძიოს რატომ და ვისი დავალებით გასცა ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა აკრედიტაცია სანქცირებულ და ძებნაში მყოფ ალექსანდრ მალკევიჩზე.

"მოვითხოვთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ვისი დავალებით და როგორ გაიცა სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია და გამოძიებული იყოს რეალურად მისი მიზნები, რაც ამ ადამიანს ჰქონდა საქართველოს არჩევნებში. ფაქტია, რომ რუსული ზეგავლენა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში აშკარა იყო, ამაზე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოვითხოვთ საქართველოს პროდასავლური ოპოზიციაც, გამოძიებული იქნეს რუსული გავლენები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

რუსეთმა ისე როგორც 2012 წელს,12 წლის თავზე, საქართველოში არჩევნების გზით ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია ივანიშვილის და ქართული ოცნების გამოყენებით. ამ სქემას სჭირდება გამოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ფაქტორების მხრიდან"- განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ცესკოს განმარტებით აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და საარჩევნო კომისიას არ აქვს  წვდომა, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე.

მალკევიჩი ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არის და შტატებს, მასზე ძებნა სწორედ  არჩევნებში ჩარევის გამო აქვს გამოცხადებული. საქართველოს შემთხვევაში კი რუს პროპაგანდისტს  ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა