კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურატურა ფაქტებს ითხოვს, სასამართლო სარჩელებს არ აკმაყოფილებს - სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

ნახვები: 527 პროკურატურა ფაქტებს ითხოვს, სასამართლო სარჩელებს არ აკმაყოფილებს - სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კრწანისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე ხმის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა. 

საიას წარმომადგენელის თქმით, კამერები საარჩევნო კომისიაში ხმის მთვლელ აპარატებთან ძალიან ახლოს იყო განთავსებული, თუმცა სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად ის ფაქტი, რომ კამერები ამომრჩევლების ნებას აფიქსირებდნენ.

ვასაჩივრებდით, კრწანისის ნომერ 4 ოლქში, ნომერ 9 საუბნო საარჩევნო კომისიაში განლაგებულ კამერებს, რომელიც იყო ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის და განთავსებული იყო ხმის მთვლელ აპარატებთან ძალიან ახლოს, ისე რომ შეიძლება გამოჩენილიყო, რომელი კანდიდატი აირჩია კონკრეტულმა ამომრჩეველმა. დარღვევაზე დაიწერა კონკრეტული საჩივრები უბანზეც, ოლქშიც. სამწუხაროდ, არც უბანზე, არც ოლქში არ დაკმაყოფილდა ეს სარჩელი. შესაბამისად, უკვე ოლქის განკარგულება გასაჩივრდა სასამართლოში, ვითხოვდით, განკარგულების ბათილობას. სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად ის ფაქტი, რომ კამერები აფიქსირებბდნენ ამომრჩევლების ნებას", - განაცხადა საიას წარმომადგენელმა. 

თუმცა სასამართლო დავები მაინც გრძელდება. საია ასაჩივრებს იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები  ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ საია ასაჩივრებს საქართველოში არსებული ყველა ტექნოლოგიური უბნის, ანუ იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი თბილისში არსებული ოლქების წინააღმდეგ და ვითხოვთ თბილისში არსებული ოლქების, იმ უბნების შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიებით.- განაცხადა საიას წარმომადგენელმა.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა