კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ცესკომ აკრედიტაცია გასცა, თუმცა ახლა ამტკიცებს რომ წვდომა არ ქონდა პირის სამართლებრივ სტატუსზე -საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

ნახვები: 499 ცესკომ აკრედიტაცია გასცა, თუმცა ახლა ამტკიცებს რომ წვდომა არ ქონდა პირის სამართლებრივ სტატუსზე -საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელ ალექსანდრ მალკევიჩზე  აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს." - განაცხადა იოსელიანმა.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე უარყო რაიმე კავშირი ალექსანდრ მალკევიჩსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის:

"ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში," - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ონლაინ სივრცეში ვრცელდება ფალსიფიცირებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს. ნათია იოსელიანის თქმით, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს  და საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა