კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა დოლიძე - საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა შესაძლებელია

ნახვები: 525 ანა დოლიძე - საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა შესაძლებელია

ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია - ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების დარღვევას ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს, შესაბამისად, ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია.

„ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია. ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება. მისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ იურისტები და ასევე ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ უახლოეს დღეებში, იმ შემთხვევაში თუ მიიღება ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას საქართველოში, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა