კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას

ნახვები: 514 ირაკლი კუპრაძე - ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას

ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ემზადებიან მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას.

„ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია. ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას. მოგებული არჩევნები მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა.

დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო - 17:00 საათზე შეხვედრა შედგება „სადგურის მოედანზე“ და აქედან მსვლელობით დავიძვრებით „თავისუფლების მოედნისკენ“. 19:00 საათზე მოქალაქეებს უკვე საქართველოს პარლამენტთან ველოდებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ მსვლელობას 17:00 საათიდან”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა