პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კახა კალაძე ოპოზიციაზე - განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

ნახვები: 521 კახა კალაძე ოპოზიციაზე - განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან.

„არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სიცრუის კამპანია გამოკითხვებთან დაკავშირებით. რეალობას არიან აცდენილები. ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა კამპანიაზეა საუბარი, ეგზიტპოლები გააყალბეს. ყველას და ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავის გარდა. Gen Z-ს ლანძღავდნენ, თურმე Gen Z-მ წააგებინა არჩევნები, რომ არ მივიდნენ. საკუთარ თავს არ ეკითხებიან, რა დააკლეს.

უნდათ ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, სოცმედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები. წარმოუდგენელია.

გამოდიან სერიოზული სახეებით და სისულელეს დააბრეხვებენ, ამომრჩეველი რომ რაღაცაში დაარწმუნონ. უნდათ საპროტესტო მუხტი შექმნან, განადგურებულები, გაფარჩაკებულები არიან, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! შეხედეთ, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნან?! მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.

როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა