თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

CNN - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, კამალა ჰარისს - 182

ნახვები: 486 CNN - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, კამალა ჰარისს - 182

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 182, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის, ლუიზიანას, მონტანას, იუტას, მისისიპის, აიდაჰოსა და კანზასის შტატებში. კამალა ჰარისი კი - კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკში, კოლორადოში, კალიფორნიაში, ვირჯინიაში, ჰავაიში და ვაშინგტონის შტატში.

ამასთან, CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ე.წ. მერყევ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში.

რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 49 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 40, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 172 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს" კი - 142.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა