კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ

ნახვები: 645 ვოლოდიმირ ზელენსკი - სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ

მოდით, საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპას ძლიერი ამერიკა სჭირდება და პირიქით.

„კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკვე გამოცდილია და ახლა იგი აუცილებელია. სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. გუშინ მე პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პროდუქტიული საუბარი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა კიდევ გაძლიერდება. სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას და ამერიკას ძლიერი ევროპა სჭირდება. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დაფასდეს და მისი დაკარგვა არ შეიძლება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო სამიტის შემდეგ რუსეთის ომი მნიშვნელოვნად გამწვავდა და ეს ესკალაცია რუსეთმა გამოიწვია.

„ახლა ჩრდილოეთ კორეა ევროპაში ომს აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ. ძლიერი ევროპის ალტერნატივა არ არსებობს. სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება. რუსეთს ეს ომი იმიტომ არ დაუწყია, რომ ახალი ტერიტორიები სჭირდებოდა. რუსეთს სხვაზე მეტი მიწა აქვს. მათ გლობალური ძალაუფლება სურდათ, უკრაინაზე კონტროლის მოპოვებით დაწყება და შემდეგ მთელ ევროპაზე, როგორც ეს საბჭოთა ან იმპერიული მმართველობის დროს იყო. ჩვენ რუსეთის ომის შეჩერება და სხვა გამოწვევებზე პასუხის გაცემა ერთად შეგვიძლია. ეს ევროპას შეუძლია და არა რომელიმე ცალკეულ ლიდერს. მოდით, ერთად დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესები და ჩვენი საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა