კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ჩემი ხმა“ - ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს - ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით - „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, ოზურგეთის ინსპექციამ 1500 და 3000 ლარით დააჯარიმა

ნახვები: 509 „ჩემი ხმა“ - ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს - ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით - „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, ოზურგეთის ინსპექციამ 1500 და 3000 ლარით დააჯარიმა

„ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც “ჩემი ხმის” განცხადებაშია აღნიშნული, 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს - 3000 ლარით დააჯარიმა.

“სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” უკანონო დაჯარიმება ამ მცდელობის ნაწილია.

2024 წლის 4 ნოემბერს, ორგანიზაციამ ოფისის აივანზე კანონმდებლობის დაცვით განათავსა ტრანსპარანტი წარწერით „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, რაც დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გაპროტესტებას ემსახურებოდა. 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს - 3000 ლარით დააჯარიმა, „არასათანადო რეკლამის განთავსების” გამო.

„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” გურიაში მცხოვრები ადამიანების დახმარებასა და უფლებების დაცვას ემსახურება. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისას, მათ ათობით საარჩევნო დარღვევაც დააფიქსირეს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ უკანონო და უსამართლო მეთოდებით თავისუფალი აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის მიუხედავად, კოალიციის წევრი ყველა ორგანიზაცია ქართველი ხალხის არჩევანისა და უფლებების დაცვას განუხრელად გააგრძელებს”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა