კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიჰაუ კამინსკი - აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში, ახლა ვიმყოფები, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა

ნახვები: 986 მიჰაუ კამინსკი - აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში, ახლა ვიმყოფები, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა

ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ახლა ვიმყოფები იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არაა, მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო, - ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს, „ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ“.

„როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთო, გიპასუხებთ - მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. ეს ვიზიტი მე დავაორგანიზე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როცა თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხისა და წნეხის ქვეშ იყო. ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არა (მაგრამ ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან), მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო.

ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ. სხვა გზა არ არსებობს, ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ საქართველოსადმი ჩვენი სიმპათიების გამო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც დავარქვათ“, - განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა