პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ნახვები: 535 ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ავტომაგისტრალის გადაკეტვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი კუჩუბერიამ სოხუმში მომხდარს "მასობრივი არეულობები" უწოდა.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რესპუბლიკური გზის უკანონო გადაკეტვით არის გამოწვეული, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოახსენეს უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ".

დე ფაქტო გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას განცხადებით, ორშაბათს "პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც ეროვნული კრების ეზოში იმყოფებოდნენ, რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს". ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბარია ალმას აკაბაზე. ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავეს.

აგრბას თქმით, დაკავებულების ნათესავებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, რათა დაკავებულების გათავისუფლება მოეთხოვათ.

ტელეგრამ არხებში ღამით ე.წ. დეპუტატთან დაპირისპირების სავარაუდო ვიდეო, ასევე შემდგომში ოპოზიციონერების დაკავების ვიდეო გავრცელდა.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონო და არაპროპორციული იყო იმასთან შედარებით, რაც მოხდა. დაკავებულები არიან ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლა გვარამია.

"თვითონ დაკავების სტილი ისეთი იყო, თითქოს განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებს აკავებდნენ. ვინმეს რომ დაებარებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისინი თვითონ მივიდოდნენ იქ", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ.

მომიტინგეები ღამით დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. ე.წ. პრეზიდენტის შენობასთან კი სამხედრო ტექნიკა განალაგეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი სამი მთავარი გზა გადაკეტეს - გუმისთის ხიდი, ქვედა გუმისთის ხიდი და კოდორის ხიდი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა