კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სანახაობრივი მატჩი ბათუმში - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა

ნახვები: 536 სანახაობრივი მატჩი ბათუმში - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ბ“ დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრას „ბათუმი-არენა“ რთულ ვითარებაში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის საფარს საგანგებოდ ამ მატჩისთვის ამზადებდნენ, გადაუღებელმა წვიმამ თავისი დაღი დაასვა და ბურთის გაგორება ჭირდა.

ალბანეთთან წაგების შემდეგ ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა ისევ სამ მცველზე გადააწყო. გიორგი გველესიანი საბა კვირკველიამ ჩაანაცვლა, დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი – ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ლევან შენგელიამ შეცვლა, ხოლო ბოლო პერიოდში პირველად, შეტევაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე ვიხილეთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ კი სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – ბუდუ ზივზივაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმების შემდეგ სტუმრები გოლს გადაურჩნენ. თუმცა, ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე მიხაილო მუდრიკის გადაცემის მოგერიებისას საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს მე-7 წუთზე მოხდა და უკრაინელებმა საყვარელი ტაქტიკით, დაცვიდან განაგრძეს თამაში – კონტრშეტევას მხოლოდ ეპიზოდურად ახორციელებდნენ.

ვილი სანიოლის გუნდი ბურთს ფლობდა, სერგეი რებროვის გაწვრთნილები კი თავს იცავდნენ და სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ეს უკრაინისთვის სასურველი თამაში იყო, რომლის მსგავსიც პოზნანის მატჩშიც ვიხილეთ და სამწუხაროდ, თავიდან ვერც ახლა ავირიდეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლი შეტევის გამოცოცხლებას შეეცადა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი შეუშვა. „სენტ-ეტიენის“ ქართველ ლიდერს შესველისთანავე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა.

„ნაპოლის“ ქართველი ფორვარდი მეტად აქტიურობდა, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და გამწვავებას ცდილობდა, 62-ე წუთზე კი ბურთი ძელს მოარტყა. 66-ე წუთზე ქოჩორაშვილი უკრაინელთა მცველს საჯარიმოში შეეჯახა და ქართველი გულშემატკივარი პენალტის დანიშნვნას ელოდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში ანგარიშის გათანაბრება გიორგი მიქაუტაძესაც შეეძლო და შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა, 76-ე წუთზე „ლიონის“ თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია. კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში ქოჩორაშილმა დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მიქაუტაძემ დამატებაზე ზუსტად ითამაშა და ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა – 1:1.

გოლმა „ჯვაროსნებს“ „ფრთები შეასხა“ და მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს. ისევ კვარაცხელია და მიქაუტაძე შეეცადნენ გატანას… კონტრშეტევაზე უკრაინელებსაც რეალური შანსი ჰქონდათ და რომ არა მამარდაშვილი, უკრაინა შინ სამი ქულით გაბრუნდებოდა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა და ერთა ლიგაზე გამართული 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 ქულით (ალბანეთი-ჩეხეთის მატჩამდე) პირველ ადგილზე დაბრუნდა.

 

 ავტორი - მერაბ მამულაშვილი, თამარ ყულუმბეგაშვილი

1.tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა