კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კობახიძის მტკიცებით, პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება

ნახვები: 525 კობახიძის მტკიცებით, პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება

პრემიერი ამტკიცებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება, რადგან მათ ხალხის ლეგიტიმაცია უკვე აქვთ.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი არ ჩანიშნავს, ამიტომ მისი თქმით, პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. 

"არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია. ეს რომ სხვანაირად იყოს ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა. ერთადერთი ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება, ესაა მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი. სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია.

რაც შეეხება პარლამენტის შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარადაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ზუსტად მე-10 დღეს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, - ამბობს კობახიძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა