კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაიძვერა ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ - გია ბუღაძე

ნახვები: 521 გაიძვერა ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ - გია ბუღაძე

მხატვარი გია ბუღაძე ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშნელოვანია. ხელოვანის თქმით, დღეს დაანონსებულ აქციაზე ყველა უნდა მივიდეს, რადგან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი სიყალბეს და გაიძვერობას არ შეეგუება. 

"კიდევ ერთი საშუალება იქნება, შევხვდეთ ერთმანეთს, დაველაპარაკოთ, თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოვხატოთ და საერთოდ, საქართველოსთვის ვიბრძოლოთ. აქტივობა აუცილებელია, აქტივობის გარეშე არაფერი გამოვა. დღეს ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ სიყალბეს, ტყუილს არ ვიღებთ, არ ვიღებთ გაიძვერობას და ღალატს და ჩვენ ერთად ვართ, რათა დავამარცხოთ ეს გაიძვერა ხელისუფლება, - ამბობს გია ბუღაძე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა