კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

ნახვები: 491 ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ნამდვილად პუტინზეა დამოკიდებული. მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე აშშ. აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს და შეუძლია ენერგორესურსების ფასი შეამციროს. მედიაში პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინე, რომ ენერგორესურსებზე, ნავთობზე ფასების შემცირებას ფიქრობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებაც ისაუბრა.

„თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს გადარჩენისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ასე იქნება, თუ მსგავსი არჩევანი ამერიკული არჩევანი იქნება, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ რა უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა