კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან -ირაკლი შოთაძე

ნახვები: 394 „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან -ირაკლი შოთაძე

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ამსახველი ანგარიში ძირითადად შეეხება პროკურატურის მუშაობას 2021 წელს, სადაც საკმაოდ დეტალურად არის ასახული პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, შედეგების სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და არსებული ტენდენციები, გამოწვევები რომლის წინაშეც დღეს სისტემა დგას და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საქართველოს პროკურატურა 2020-2021 წლებში აქამდე სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - ერთი მხრივ, მოეხდინა სისტემაში თანამშრომლებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენცია და, მეორე მხრივ, გაეგრძელებინა ეფექტიანი საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების მიზნით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია, მათ შორის სასმართლო პროცესების წარმართვა. მიუხედავად ხსენებული გამოწვევებისა, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც, რაშიც ყველა დარწმუნდებით ჩვენი საქმიანობის ანგარიშის გაცნობის შემდგომ",- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწყება ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება განვითარების სტრატეგიით დაგეგმილ მიზნებს.

„წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სისტემისთვის პრიორიტეტულ ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროკურატურის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები",- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა