Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

კობახიძეს თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც შეთქმულება იყო მტკიცებულებები წარმოადგინოს-ელისაშვილი

ნახვები: 395 კობახიძეს თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც შეთქმულება იყო მტკიცებულებები წარმოადგინოს-ელისაშვილი

ირაკლი კობახიძეს თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის რაღაც შეთქმულება და დიდი გარიგებები იყო, გამოვიდეს და მტკიცებულებები დადოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილმა აღნიშნული კომენტარით შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით.

„ირაკლი კობახიძემ ლაპარაკი თუ დაიწყო, თქვას. თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის რაღაც შეთქმულება და დიდი გარიგებები იყო, გამოვიდეს და მტკიცებულებები დადოს. ნახევრად მოთხრობილი რაღაცები არ მიყვარს. მტკიცებულებები და ფაქტები დადოს. არ მომწონს ხოლმე, ცოლ-ქმარი რომ გაშორდებიან და ერთმანეთზე საზიზღრობებს ჰყვებიან. დაახლოებით ასეა კობახიძე-გახარიას ამბავი. როცა ერთად იყვნენ, მახსოვს, კობახიძე გახარიაზე სულ ანდაზებით საუბრობდა - ყველა მართალია და მასთან ყველა ტყუისო. მაშინ ცამდე აჰყავდა, ახლა დაშორდნენ და კობახიძე გახარიას ლამის ტაო-კლარჯეთის დათმობას აბრალებს. ასე რაღაცების გამოფენა არ მომწონს. პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრონ. ასეთი იწილობიწილო არ მომწონს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა