კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძემ დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“-იაგო ხვიჩია

ნახვები: 340 ბადრი ჯაფარიძემ დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“-იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე თუ დროს არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე", სხვა უცნაურ რაღაცებზე ან არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას", მას რუსთავსა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი აქვს.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები ექნება, თუ ადამიანებისთვის იმის გაგებას მოახერხებს, პარლამენტში რამდენად უსამართლოდ მოექცნენ და პარლამენტში მისი დაბრუნება რატომ არის სამართლიანი.

„დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე" და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე" აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა