პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ISFED-ის მკვლევარი ამბობს, რომ სასტიკად სცემეს, როგორც დაკავებისას, ისე იზოლატორში მიყვანამდე - ადვოკატი

ნახვები: 542 ISFED-ის მკვლევარი ამბობს, რომ სასტიკად სცემეს, როგორც დაკავებისას, ისე იზოლატორში მიყვანამდე - ადვოკატი

დროებითი მოთავსების იზოლატორებთან რიგებია. უფლებადამცველები დაკავებულთა მოსანახულებლად მიდიან. ვინც სამმართველოს შენობას ტოვებს, ერთი და იგივეს ყვება. ერთ-ერთი დაკავებული ISFED-ის მკვლევარი შოთა ნარსიაა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

ადვოკატის თქმით, ნარსია ამბობს, რომ სასტიკად სცემეს, როგორც დაკავებისას, ისე იზოლატორში მიყვანამდე.

გასულ ღამეს დააკავეს დაახლოებით ორი საათისთვის აქციაზე. მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, ნაცემია, დაბეჟილობები აქვს და შინაგან ორგანოებსაც იტკიებს. დიდი ალბათობით, ხვალ ექნება სასამართლო სხდომა. როგორც დაკავებსიას, ისე იზოლატორამდე მოყვანამდე, მასზე ახორციელებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

"პირველების" ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ ღამით აქციაზე 50-მდე მომიტინგე დააკავეს.

პროტესტის მესამე ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე წინა დღეებში.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე  დაიწყო. საპოლიციო ძალებმა  გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც.  რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.  

  • „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა