კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია - ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

ნახვები: 537 რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია - ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაში რჩება - ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები კი სტაბილურია.

„22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.

3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქიაა.

ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.

მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა