კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეუფე ზენონი - მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება

ნახვები: 571 მეუფე ზენონი - მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება

ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი - მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავარეპისკოპოს აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.

„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.

საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ“, - წერს მთავარეპისკოპოსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა