კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმი ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს

ნახვები: 549 თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმი ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს

„მაგნიტსკის“ აქტის გუშინდელი განხილვა სენატში და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყალბია ილუზიის შექმნის მცდელობა, რომ რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან - სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, „სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ერთიანობა და მშვიდობიანი პროტესტის“ გაგრძელება.

„ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ჩვენ, მათ შორის, ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე ცივილიზებული დასავლეთიდან იღებს. გუშინ ნახეთ, როგორც სანქციების ახალი პაკეტი, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით. ხედავთ, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან არის ქართველი ხალხის მისწრაფებაზე, ვიყოთ დემოკრატიულები, ევროპულები და ევროპული ოჯახის წევრები.

სენატში გუშინდელი განხილვა „მაგნიტსკის“ აქტის გაფართოებასთან დაკავშირებით და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ ყალბი ილუზიის შექმნის მცდელობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ის, რომ ისინი რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდეს და შევძლოთ ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ამიტომ, სანქციების განხილვა და ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანიშნებელია.

რაც შეეხება, კიდევ ერთ ჩვენს მნიშვნელოვან საქმიანობას ამ საინფორმაციო ცენტრში. ვიწყებთ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის „ოცნება“ და მათ შორის, სახელისუფლებო არხები. ვიწყებთ იმ ტყუილების გამოაშკარავებას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველდღიური საპასუხო რეჟიმი გვექნება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა