კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დახლების გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები-ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლები არ გააშლევინეს

ნახვები: 388 დახლების გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები-ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლები არ გააშლევინეს

ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლები არ გააშლევინეს. ადგილზე დილიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და მისი აკრძალვის შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე რჩებიან.

თბილისის მერია მათ ალტერნატიულ ადგილად ბაზრის ტერიტორიას სთავაზობს, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ დახლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ.

"რომელ ვაჭრობაზეა ლაპარაკი? სული ამოგვხადეს.. ვერ ვისუნთქებთ საქართველოში., ამიტომ, იძულებული ვართ წავიდეთ საქართველოში, რომ ბავშვები არ დაგვეხოცოს. ხედს ვამახინჯებთ, თბილისის ქუჩებს ვამახინჯებთ, გარე გამწვანება უნდა გააკეთონ თურმე, რომ ქალაქი უყოს ლამაზი, რომელ სილამაზეზეა ლაპარაკი, როცა ადამიანს პურის ფული არ აქვს?" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მტკიცებით კი, მეტროს ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოვაჭრეები დახლებს ვერ გაშლიან.

"აქ როგორ უნდა დადგე? გადათხრილია, მიდის სამშენებლო სამუშაოები. ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. სადაც მიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქ ვერ დადგებიან. აგერ არის ბაზარი, რომელიც ახალი გარემონტებულია. ბაზრის დირექციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გამგეობა და ყველაფერი დაკავშირებულია ამათ შორის", - ამბობს მერიის წარმომადგენელი.

26 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამგორის გამგეობას დაავალა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები სავაჭრო სივრცეებში გადაიყვანონ, რადგან "ფეხით გადაადგილება დისკომფორტია". მერის თქმით, ამ თემაზე "ბევრი უკმაყოფილო მოქალაქის შეტყობინება მიიღეს".

კალაძემ თანამშრომლებს მიმართა, დღესვე დაიწყონ გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია და მისცენ მათ გონივრული ვადა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა