კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ იქცა მოძალადე რეჟიმად

ნახვები: 625 სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ იქცა მოძალადე რეჟიმად

დღევანდელი ხელისუფლება იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად - დღეს, როდესაც ქართველები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად იცავენ ევროპულ დროშას თბილისის და ამ ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში, ცხადია, რომ ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, რომ დაეხმაროს ქართველების ამ გმირულ ბრძოლას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ძალიან მკაფიო შეფასებებს გააკეთებს და ძალიან მკაფიო ზომებსაც გაატარებს ამ პირსისხლიანი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა ინადიროს ქართველ ხალხზე, ეს დაშინების ტაქტიკა არ გაუვა.

„მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ იმსჯელა ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოში ფუნდამენტურად შეიცვალა რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ წინა სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ გაყალბდა არჩევნები და არჩევნებს სჭირდება გამოძიება, მას შემდეგ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც გააუქმა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად. ერთადერთი შეფასება, რომელიც შეიძლება სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ გაკეთდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს გასულ დღეებში, არის სისტემატური წამება, ადამიანების უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ცხადია, რომ დღეს ჩვენი მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს, არამედ უკავშირდება ამ სისტემური დანაშაულის დასჯას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს, როდესაც ქართველები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად იცავენ ევროპულ დროშას თბილისის და ამ ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში, ცხადია, რომ ევროკავშირი არის არ მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, რომ დაეხმაროს ქართველების ამ გმირულ ბრძოლას. ჩვენი კომუნიკაციის ამოცანა არის, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის მაქსიმალური დახმარება უზრუნველყოთ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა