თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნინო ლომჯარია - მოსამართლეები არ ინტერესდებოდნენ, რა პირობებში მოხდა ნაწამებ ადამიანებზე ანგარიშსწორება

ნახვები: 739 ნინო ლომჯარია - მოსამართლეები არ ინტერესდებოდნენ, რა პირობებში მოხდა ნაწამებ ადამიანებზე ანგარიშსწორება

მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები, ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება - მეტიც, როდესაც დაზარალებულები ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში.

„დღეს ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან იმაში, რომ განხორციელდეს რეპრესიები ნაწამები ადამიანების მიმართ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი კოორდინირებულად ეხმარება დაკავებულ, ნაწამებ, ნაცემ მოქალაქეებს როგორც დაკავების იზოლატორებში, ასევე სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ ვესწრებით სასამართლო პროცესებს და მათზე დაკვირვების შედეგებს ეფუძნება აღნიშნული დასკვნები.

ამ დროის მონაცემებით 460-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. აქედან 430 არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ხოლო 36 სისხლის სამართლის წესით. შესაძლებელია დაკავებულთა რაოდენობა იყოს მეტი იმიტომ, რომ ეს ოფიციალურ ინფორმაციას არ ეფუძნება.

28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების, უმეტეს შემთხვევაში ცრუ ჩვენებებს. ისინი აჯარიმებდნენ მოქალაქეებს სრულიად დაუსაბუთებლად 2000-დან 3000-ლარამდე. ასევე ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე პატიმრობაში უშვებდნენ 4-დან 12-დღემდე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებსა და პოლიციელების ჩვენებებს შორის იყო შეუსაბამობები, თუმცა მოსამართლე მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად მაინც ცნობდა.

„მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, ძირითად შემთხვევაში, არ აკმაყოფილებდნენ პროცესის გადადების შუამდგომლობებს და მტკიცებულებების მოპოვებისთვის და სასამართლოში წარსადგენად მხარეებს მხოლოდ 1-საათიან შესვენებას აძლევდნენ.

ასევე, მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები, ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, მოსამართლეები მას აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ.

მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ იმას, რომ ადამიანს ისეთი ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, რომ მისი იზოლატორში განთავსება სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი იყო. განიხილავდნენ ისეთი პირების საქმეებს, ვისაც გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ; ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად მათ უსჯიდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობებს და უშვებდნენ იზოლატორებში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ.

„აშკარაა, რომ მათი მისია აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა და რეპრესიები იყო. წარმოგიდგენთ ამ მოსამართლეების სიას, რომლებიც ამ რეპრესიებში ჩართული იყვნენ: ლელა მილდენბერგი; ზვიად ცეკვავა; ლელა ცაგარეიშვილი; კობა ჩაგუნავა; ნინო ენუქიძე; მანუჩარ ცაცუა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა