კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რასა იუკნევიჩიანე - გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს

ნახვები: 558 რასა იუკნევიჩიანე - გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს

ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, 7 ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრს ნიშნავს, რადგან გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია - ევროატლანტიკური გზისთვის, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან მაღალია ასეთი მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვართ აქ, როგორც ფაქტების დამდგენი მისია, იმისთვის, რომ ვნახოთ სიტუაცია ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების საპოვნელად ჩვენი მისიის შემდეგ. ჩვენ გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს, უფრო ხმამაღალი და უფრო მეტად მხარდამჭერი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძობთ, ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტშია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა