კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სპეკულაციები, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 431 სპეკულაციები, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია-ირაკლი კობახიძე

სპეკულაციები, რომელიც გვესმის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს.

„რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, კობახიძემ აღნიშნა: „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხდება სპეკულირება მძიმე თემით, ეს არის თავისთავად მიუღებელი და ბუნებრივია, ჩვენი კონკრეტული ქმედებები, ამის მიხედვით განისაზღვრება".

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა