კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპა იცის, რომ უკრაინას ომის გაყინვა არ სურს

ნახვები: 720 ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპა იცის, რომ უკრაინას ომის გაყინვა არ სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხის გადასაჭრელად, ამავდროულად, მან იცის, რომ უკრაინას დანებება და ომის გაყინვა არ სურს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Parisien-ს განუცხადა.

„ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, რომ არსად არ ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის. რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერსაც არ უნდა სურდეს ომის დასრულება, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, საშიშროება იქნება, ვთქვათ: გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას.

მისი თქმით, ტრამპს ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რადგან ის ჯერ არ იმყოფება თეთრ სახლში. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ.

"როდესაც ის იქ იქნება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ერთ ენაზე, ინფორმაციის ერთნაირი დონით", - განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა