პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

ნახვები: 716 სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

ამ მომენტში საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია ან ერთი კაცი აკონტროლებს, გარჩევა ძნელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მომენტში საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია ან ერთი კაცი აკონტროლებს, გარჩევა ძნელია. რაც კონტროლს გარეთ რჩება, არის ოპოზიციური მედია და უნდა აღვნიშნო, რომ სამი მათგანიდან ორი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. ალბათ, ესეც პროვოცირებულია, მაგრამ ამის ახლა დამტკიცება რთულია, თუმცა უცნაურია.

[მეორე] არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის გამო დამოკლეს მახვილის ქვეშ არიან.

[მესამე] პრეზიდენტი, მე აქ ვარ ორი იმპიჩმენტისა და იმ ფაქტის შემდეგ, რომ ერთ კვირაში დაცვა არ დამიცავს, თუმცა არ ვიცი დაცვა ამ ეტაპზე უსაფრთხოებას ნიშნავს თუ არა. ჩემს წინააღმდეგ მცირე ზომის ჯგუფების მიერ სიძულვილისა და ბრალდებების კამპანიაა, რომლებიც არჩევნების შემდეგ ბევრ რამეს მპირდებიან.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოს კონტოლს გარეთ რჩებიან. მათი ბევრი ლიდერი დააკავეს. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ არჩევებამდე ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავდა. ამიტომ, ეს ყველას ეხება. ყველანი ფაშისტები ვართ, ლიბერალური ფაშისტები, ეს ახალი ტერმინოლოგიაა.

ასევე, დამოუკიდებელი რჩება სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ ნახეთ სცენები, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას, დაშინებისა და რეპრესიების როგორი ფორმებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა