Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა

ნახვები: 673 სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა

არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არჩევნების დროს 2 ძირითადი პრინციპი დაირღვა, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. პირველი უნივერსალურობაა, რადგან ჩვენი დიასპორა 1 მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება და ხმის მიცემა მხოლოდ 34 000-მა შეძლო, მაშინ, როცა დიასპორა მობილიზებული იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხებოდა. მეორე პრინციპი, რომელიც დაირღვა, კონფიდენციალურობაა, იმ საშუალებით, რომლითაც ელექტრონული სისტემების გამოყენება მოხდა, მათ შორის მოწყობილობების თავზე კამერებით და ასევე, კომისრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა დანიშნა. ეს ყველაფერი მეც და პოლიტიკურმა პარტიებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გავაცანით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. იმ იმედით, რომ შეიძლება ზოგიერთ მოსამართლეს გაეგო, რომ შედეგები სრულიად გაყალბდა და კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებისკენ კონსტიტუციური გზა იყო. სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა