კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი -კონკრეტული ჯგუფები მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ

ნახვები: 774 სალომე ზურაბიშვილი -კონკრეტული ჯგუფები მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ

ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სიძულვილის და ბრალდებების კამპანია მცირე ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ. პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, მრავალ ლიდერს იჭერენ, უშვებენ ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მთავარი საფრთხე გახლავთ ის, რაც მანამდე გამოცხადდა, არჩევნებამდე, ბატონი ივანიშვილის და მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააუქმებენ ზოგიერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის „დაშინებასა და რეპრესიებზე“.

„ჩვენ ყველას გვეძახიან „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ეს ეხება თითქმის ყველას. ჩვენ, ყველას გვიწოდებენ „ლიბერალურ ფაშისტებს“, ეს არის ახალი ტერმინოლოგია და რეალურად, რა რჩება? რჩება სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ, ის, თუ როგორ ეპყრობიან, რა რეპრესიებს ატარებენ, დაშინების რა მეთოდებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ამას ემატება ახალი კანონები, მათ შორის ერთი კანონი აძლევს სახელმწიფოს პრევენციული დაპატიმრების უფლებას. საჯარო სამსახურთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულია კანონი, რომელიც ანგრევს და აცამტვერებს იმ სამუშაოს, რომელიც იმისთვის ჩატარდა, რომ მიღებული ყოფილიყო საჯარო სამსახურის ევროპული კანონი. ფაქტობრივად, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გაათავისუფლონ სამსახურიდან ყოველგვარი დაცვის გარეშე, დააწინაურონ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე - მაგალითად, დიპლომატები... ეს არავითარ წესში არ ჯდება. საჯარო სამსახურის სრული პოლიტიზაცია იქნება, ეს ამას ნიშნავს. ეს გახლავთ ხალხის დაშინების ინსტრუმენტი, რომელიც ამას საჯარო სამსახურიდან აპროტესტებს, მასობრივად ხელს აწერენ პეტიციებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში.

სახელმწიფო მოდელის რუსიფიკაციის კიდევ ერთი ფორმა - შემიძლია ამას დავარქვა, ეს არის ტყუილი ყოველდღიური საქმიანობის. ჩვენ ვიხილეთ ტყუილები რუსულ კანონთან დაკავშირებით, როდესაც თვითონ ბატონმა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არ იქნება თავიდან შემოტანილი და ერთი წლის შემდეგ, შემოტანილი იყო თავიდან.

ჩვენ, ასევე ვნახეთ ახალი რამ, თქვენი ქვეყნების ოფიციალური განცხადებები, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დროს გაკეთდა, არ შუქდება სამთავრობო ტელევიზიის მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა