თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯაფარიძე: რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

ნახვები: 522 ჯაფარიძე: რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და "ძლიერი საქართველოს" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ საუბრის მთავარი თემა დემონსტრატებზე ძალადობა და მათი უფლებრივი მდგომარეობის განხილვა იყო.

რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა, ამიტომ არის ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და ასევე, სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეულობით ადამიანი დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ასეულობით ადამიანს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანება, იმ ადამიანების მიერ რომლებიც საკუთარ თავს პოლიციას უწოდებენ, მაგრამ არანაირი კავშირი მათ პოლიციასთან არ აქვთ, ისინი არიან კრიმინალური დაჯგუფებები. იმაზეც ვესაუბრეთ, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შავებში ჩაცმული შავნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პატრულის თანამშრომლების თვალწინ, უსწორდებიან ჟურნალისტებს, მსახიობებს, გამვლელებს და ამაზე პატრულის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ, არიან პასიური დამკვირვებლები, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ დაჯგუფებების კავშირზე ხელისუფლებასა და შსს-სთან.

ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოდან იღებდნენ შემაშფოთებელ ინფორმაციას. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ და არა იმის გამო, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლით. მათი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მათ თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა