კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე - მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ, ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”

ნახვები: 679 ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე - მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ, ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და „მის მეგობრებზე“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია“ მუშაობს.

“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”, “რათა საშუალება არ მივცეთ სარგებელი მიიღონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და პროგრესის დაკარგული ათწლეულებისგან”.

“არ შეგვიძლია არც ერთი ქვეყნის დაკარგვა ევროპაში, ვინაიდან, ერთის დაკარგვა განხეთქილებასთან და კონფლიქტთან მიგვაახლოებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა