კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ „ოცნება“ კრემლის მიერ მართული რუსული ძალაა

ნახვები: 545 მამუკა ხაზარაძე - „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ „ოცნება“ კრემლის მიერ მართული რუსული ძალაა

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, რაც უფრო მეტ „სანქცირებულს დააწინაურებს, მეტად გამოაჩენს საკუთარ უსუსურობას“.

„ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს - დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში.

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან „მაგნიტსკის აქტი“ სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია.

ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსეთთან გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები - ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან!

ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა