კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცოტა გაუგებრობაშია

ნახვები: 664 სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცოტა გაუგებრობაშია

ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს [ალენ ბერსე] და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ევროსაბჭოს, როგორც ყველაზე ძველი ევროპული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ხმა ამოიღოს „ხალხის მიმართ ძალადობის, მისი ყველა უფლებების შეზღუდვის მიმართ“.

„ახლახან შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან. კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა მის წევრ რომელიმე ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში ანუ ძალადობა ხალხის მიმართ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა არის, ალბათ, პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის.

სამაგიეროდ, მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“. რა „რუსული კანონი“?! ვის რაში აინტერესებს „რუსული კანონის“ შეცვა თუ არ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება. ხან უკან მიაქვს, ხან წინ და ხან ისევ უკან, ახლა რაღაცას ფორმალურად შევცლითო. ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება ვიღაც მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს, ვერც პარტნიორებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. შეიძლება ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე უფრო გაერკვევა იმ ტყუილებში, რომელიც დღეს ხელისუფლებას ახასიათებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა