კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს - 22 დეკემებერი, 14:00 საათი, საჯარო შეხვედრა თეატრ "ჰარაკში"

ნახვები: 657 საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს - 22 დეკემებერი, 14:00 საათი, საჯარო შეხვედრა თეატრ "ჰარაკში"
"საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია გვთავაზობს ინფორმაციის სახით, მარტივად კვალიფიცირდება, როგორც სამთავრობო პროპაგანდა. პროპაგანდას კი, არაფერი აქვს საერთო არც ობიექტურობასთან და მითუმეტეს, ხალხის სათქმელთან", - ამის შესახებ განცხადებას, "პირველ არხთან" შეკრებელი აქციის მონაწილეები, სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 
 
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია, რუსთაველის პარალელურად, პირველ არხთან რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები ითხოვენ, თინათინ ბერძენიშვილის,  ვასილ მაღლაფერიძისა და გიორგი გვიმრაძის გადადგომას. 
 
"გეპატიჟებით საჯარო შეკრებაზე თეატრ “ჰარაკიში”, კვირას 14:00 საათზე (პ. მელიქიშვილის 20).
შეკრება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო არსებული საპროტესტო კერის განხილვასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ხალხის მიერ დაფინანსებული სატელევიზიო არხი, ანგარიშვალდებულია ქვეყნის მოსახლეობასთან. ის უნდა ემსახურებოდეს ხალხის ხმის გაჟღერებას და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფას.
მიუხედავად ამისა, ის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია გვთავაზობს ინფორმაციის სახით, მარტივად კვალიფიცირდება, როგორც სამთავრობო პროპაგანდა. პროპაგანდას კი, არაფერი აქვს საერთო არც ობიექტურობასთან და მითუმეტეს, ხალხის სათქმელთან.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი უმნიშვნელოვანესი ფრონტია ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში. ის გამოხატავს ხალხის ლეგიტიმურ სურვილსა და მოთხოვნას - საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურებოდეს მას.
მოპოვებული 45 წუთიანი ეთერი პირველი მნიშვნელოვანი აგურია დასახული მიზნის აღსრულებაში, თუმცა ეს ვერ იქნება საკმარისი. ამიტომ გვინდა საერთო ძალებით მოვუყაროთ თავი სამომავლო გეგმებს, გავცვალოთ აზრები და ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია პროცესის გაუმჯობესება. ამ ჭეშმარიტად სახალხო პროტესტს აუცილებლად სჭირდება სახალხო მსჯელობის სივრცეც.
გელით “ჰარაკიში”. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს!", - წერია საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალს, "ფეისბუქ" გვერდის განცხადებაში. 
 
ცნობისთვის, პირველი ახრის პირდაპირ ეთერში, პრაიმ თაიმში საგანგებო ეთერის ფორმატში 15 დღეზე მეტია, აქციის მონაწილეების მიერ შეთავაზებულ რესპონდენტებს მასპინძლობს პირველი არხი. საგანეგბო ეთერები, თამთა სანაკიძეს და მაკა ცინცაძეს მიჰყავთ. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა