Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნონა ქურდოვანიძე - ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა

ნახვები: 706 ნონა ქურდოვანიძე - ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა".

"მიუხედავად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანიც დაიდება. ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა