კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეატრალურის სტუდენტები: ვემიჯნებით უნივერსიტეტის სამარცხვინო განცხადებას

ნახვები: 515 თეატრალურის სტუდენტები: ვემიჯნებით უნივერსიტეტის სამარცხვინო განცხადებას

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ემიჯნებიან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას, რომელშიც ისინი აქციაზე დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის განცხადება ორაზროვანი და ბუნდოვანია.

„ჩვენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები კვირაზე მეტია ვიბრძვით უნივერსიტეტის ღირსეული განცხადებისთვის. უკვე ოთხი დღე–ღამეა ვიკავებთ ფოიეს. ადმინისტრაციამ ყველა პირობა შეგვიქმნა იმისთვის, რომ ფოიეში ჩვენი გაჩერება გაუსაძლისი გამხდარიყო. გუშინ უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ორაზროვანი და ბუნდოვანი განცხადება, რომელიც ზუსტად ასახავს მათ პოზიციას და წარმოადგენს უნივერსიტეტის სახეს.

ჩვენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოლიდარულები ვართ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშავებული თუ უკანონოდ დაკავებული ადამიანების მიმართ და ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”.

სტუდენტები უნივერსიტეტის განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტი „საკუთარ სტუდენტს გვერდში არ დაუდგება და არ დაიცავს.“

„უნივერსიტეტი არასდროს აჟღერებდა და არც ახლა აჟღერებს სტუდენტების პოზიციას. ვემიჯნებით მათ მიერ გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებას. დღეს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს, რომელიც გულისხმობს უკანონოდ, უსაფუძვლოდ, უსამართლოდ რეჟიმის მიერ დაკავებას. ეს არის უნივერსიტეტი რომელიც საკუთარ სტუდენტს გვერდში არ დაუდგება, არ დაიცავს და რეჟიმის ხელში უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ მარტო დატოვებს.

ჩვენი პროტესტი ყოველდღიურად ძლიერდება! ძალა სტუდენტების ერთობაშია!”, — წერია განცხადებაში.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება 19 დეკემბერს მას შემდეგ გაავრცელა, რაც სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა