ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს
ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა
გიორგი გახარია - პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს
ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს
სალომე ზურაბიშვილი - არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია
ირაკლი რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით
რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
In Black Sea, one enemy missile carrier with total volley of up to 4 “Kalibr”

ირაკლი რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით

26.12.2024 ნახვები: 394

ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე დე ფაქტო პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს უთხრა - მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არავინ გააწყვეტინა და პატივისცემით უსმენდნენ "არ ნიშნავს, რომ ოთახში ყველა ეთანხმებოდა".

ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეხვედრაზე დე ფაქტო პრემიერმა ისაუბრა თუ როგორ "სთხოვეს საქართველოს ომში ჩართვა უკრაინაში ომის დაწყებისას".

მან ასევე თქვა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესმენები, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას და ასევე, რომლებსაც მიაჩნიათ, მათ შორის თავად ირაკლი რუხაძეს, რომ მთავრობა სწორს მხარესაა.

ირაკლი რუხაძის თქმით, პრემიერმა "ურთულესი ისტორია მოჰყვა". ის აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძეს ურჩია "როდესაც ამ ისტორიას მოჰყვება, პირველი ნაწილი [დასავლეთის მხრიდან ომში ჩათრევაზე] კარგად ახსნას".

"პრემიერმა მოყვა ძალიან დეტალურად და გრძლად ისტორია, ფაქტობრივად, უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს. ამ ისტორიას მე დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება, ყველა ნიუანსს არ ვეთანხმები, მაგრამ დიდწილად ვეთანხმები. ამას ყველანი გულისყურით ვუსმენდით და რომ მორჩა და წავიდა კითხვები, მერე უბრალოდ მე ვთქვი ასეთი რაღაც, დაახლოებით, რომ ეს ისტორია, მეთქი, რომელსაც თქვენ ჰყვებით, არის ძალიან რთული ისტორია და ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ჯერ ერთი, ან ყველას გვესმის რას გვიყვებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსია ან რატომღაც რომ ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით, არ გაწყვეტინებდით და ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ხალხი ეთანხმება.

მოკლედ რომ მოვყვეთ, ისტორია არის შემდეგი - უკრაინაში დაიწყო ომი, ამ ომის დროს საქართველოს სთხოვეს ამ ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს ამას და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და უარი თქვა ძალიან დიდი სანქციების დაწესებაზე და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ომს ფაქტობრივად რუსეთთან, ეხმარებოდნენ უკრაინას და იყვნენ ამაში ძალიან აქტიურად ჩარეულები ფინანსურად, იარაღით და ა.შ.

ეს არის ამ ისტორიის დასაწყისი, ამის მერე რაც ხდება იყო, რომ საქართველო ფართხა-ფურთხით შეგვაგდეს და გვითხრეს, შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიდატობაზე. მანამდე, ომის დაწყებამდე საქართველოს ეუბნებოდნენ, საერთოდ არ მოხვიდეთ, თქვენ წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ მოხვიდეთ, არ დაგველაპარაკოთო და ომი რომ მოხდა და ბრჭყალებში, საქართველო ცუდად მოიქცა და არ გააკეთა რაღაცა, რაც მისგან უნდოდათ - უცებ დაგვაჯილდოვეს იმით, რომ მოდით, მანამდე თუ გეუბნებოდით არ მოხვიდეთო, მოდი, ახლა სწრაფად განვიხილავთ ამ თქვენს კანდიდატობის განაცხადსო და ამას მოჰყვა ის, რომ ეს განაცხადი, როგორც ბევრი ელოდა, ალბათ, მე მათ რიცხვში, იმიტომ რომ ველოდებოდი, რაღაც ცუდი უნდა გამოსულიყო და ვერ წარმოვიდგენდი, რომ დავეჯილდოებინეთ, ჩვენ უარი გვითხრეს. [...]

ახლა მე ისტორიას ვყვები, დაახლოებით, რაც პრემიერმა მოჰყვა. მერე ხდება კანონი, კანონის მოტრიალება, მერე სხვადასხვა რაღაცები, მერე განცხადება, მერე არჩევნები - გაყალბდა, არ გაყალბდა, ეს არის რთული და გრძელი ისტორია, რომელიც მოჰყვა პრემიერმა და მე უბრალოდ ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან, პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან რეალურად მოითხოვდნენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, მერე ყველანაირი მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, არაფერში არ ჯდება. მე ვთქვი, რომ უცებ-უცებ მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა, ეს ვთქვი მე.

ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო ეგ, რომ მეთქვა, რომ ეს არის ურთულესი ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით მეთქი, ბატონო პრემიერო და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში ზის ხალხი, რომელსაც პირველი ნაწილის არ სჯერა, იმიტომ კი არა, რომ ცუდები, ან კარგები არიან. მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ და მაინც მიჭირს ამის დამტკიცება, რომ ვუთხრა, რომ - რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით. [...] ამაზე იყო, რაც მე ვთქვი, ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამ ისტორიას ჰყვებით, ეს პირველი ნაწილი იყოს კარგად ახსნილი", - ამბობს ირაკლი რუხაძე.

ირაკლი რუხაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ "განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ რაღაცეები არ გააკეთონ შეცდომით", ამ კონტექსტში მან ახსენა 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"ბევრი რაღაც არის, რომელზეც ამ ისტორიაში შეიძლება იკამათო, მაგრამ ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაც, რაც მოჰყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება. შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ შეიძლება იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ამ სიტუაციაში, როგორ დავიფარო და ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, შეიძლება, რაღაცები აეჭრათ და აებნათ, ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ ეს, რაც ახლა მე ვთქვი, ეს მოჰყვე და მოჰყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა უნდა დაგიჯეროს შენი მოსახლეობას, მეთქი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით, მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს, ახსნა, და ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ, არ შეიძლება ეს.

უკვე იმდენად დაძაბული და იმდენად რთული სიტუაციაა, იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფხიზლად, ეს ვთქვი ერთი და მეორე, ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია როგორც პრეზიდენტი და იმედი გვაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით 4-5 წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არჩეული, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, რომ უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით, ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა. ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს", - თქვა ირაკლი რუხაძემ. 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა