კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ISW - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

ნახვები: 716 ISW - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმუმ ათი წლით გადადება იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გუნდის ამ იდეაზე კომენტირებისას პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა ნატო-ს „დღეს შეუერთდება, ხვალ თუ 10 წელიწადში“.

„პუტინის 26 დეკემბრის განცხადება არის იმ კომენტარების იმ სერიის ნაწილი, რომელიც მან ბოლო დროს გააკეთა და დაადასტურა უარი განიხილოს კომპრომისები მის მიერ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში წამოყენებულ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის იძულებას გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასოდეს შეუერთდება ნატო-ს, უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის ხელისუფლების გადაყენებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა