კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვითხოვ მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას-მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 428 ვითხოვ მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მოთხოვნები ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება.

სააკაშვილი ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.

„ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მის გადაყვანას მოითხოვს უკრაინაში სამედიცინო დახმარების გაწების მიზნით.

„იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში ჩემზე თავდასხმა მოხდა, რომლისგანაც ბევრად უფრო მეტად დავზარალდი, ვიდრე თუნდაც გზაში რაც მოხდა იმასთან შედარებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ხელისუფლების სახელით მოითხოვა ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებით, რადგან საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაციის და მკვლელობის აბსოლუტურად დღესავით ნათელი პროცესი", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა