კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს

ნახვები: 687 ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს

ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

„ამ გადაწყვეტილების გამო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მადლობელი ვარ. ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს. საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება!“, - წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.

ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა