Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა

09.01.2025 ნახვები: 619

პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია.

„ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზეც ნელ-ნელა ეს ქვეყანა შედნებოდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მთავრობა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური.

„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არ არის ახსნილი და ზოგჯერ გატანილი არის ქალაქიდანაც, როგორც „ამბასადორიალის“ მაგალითით მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ალბათ, დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ. ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტს, ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზია „მატყუარა სურათს გვაჩვენებს“.

„პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა, ეს არის ჩვენი რეალური სურათი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განმარტებით, დიდი ხანია ქართული სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში ნამდვილი სასამართლო.

„დღეს არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი, თუ არა ცესკო-ს მხარეს არსებული პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე არის ხალხისგან წართმეული და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც დემოკრატიული სისტემისთვის პრაქტიკულად, დაშლაა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ქვეყანა ჩაკეტილია, „რაც ცხადია ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“.

მისივე თქმით, „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის გამო საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, რომელიც დღეს ასევე, დიდწილად გაჩერებულია. მართალია ის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერებულია და დღეს ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების, სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც საქართველოდან გადის, ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამის გატანის, გაყვანის საქართველოდან. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია! ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სამწუხარო და ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები.

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები (ევროპელები თუ ამერიკის შეერთებული შტატები) უკვე იზიარებენ არა მხოლოდ იმას, რომ არ აღიარებენ არჩევნებს... პრაქტიკულად ორთვენახევარი უკვე გასულია და არავინ არ აღიარებს, გარდა ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან, როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს - არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს. ცხადია, ეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას იზოლაციაში გვამყოფებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ ამ იზოლაციიდან გამოვიდეთ. მე ეს როლი მაქვს და მე ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები მაქვს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა