დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

ადვოკატი - ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება

09.01.2025 ნახვები: 675

ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს ახლა ნოტარიუსის ფუნქცია აქვს და იმას ამოწმებს, რასაც პროკურატურა ითხოვს.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე თორნიკე მიგინეიშვილი ჭიჭინაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე წავიდა პროცესი, სასამართლომ და მოსამართლემ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დაამოწმა. სამწუხაროდ, ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო, რადგან

დაკმაყოფილება ცოტა ფუფუნება იქნება, ეს ტერმინი რომ გამოვიყენო, რადგან დღეს, სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს, ისინი ამოწმებენ იმ დოკუმენტებს, რომელიც პროკურატურის წარმომადგენლებს შეაქვთ. ის სრულიად დაუსაბუთებელი იყო და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ პროცესი გაიწელოს. ამ პროცესის გაწელვის შედეგად იმედი აქვთ ალბათ, რომ გარე მუხტი შედარებით დაცხრება და უკანონოდ დაპატიმრებული, ანდრო ჭიჭინაძიდან დაწყებული, ყველა მიავიწყდება საზოგადოებას, თუმცა, ეს ასე არ იქნება. ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს და ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სასამართლოს დავუტოვებთ საშუალებას და მას გირაოს შევთავაზებთ, თუმცა, არა კონკრეტული რაოდენობით, არამედ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ თავად განსაზღვროს სასამართლომ ოდენობა. არ არსებობს არც ერთი საფუძველი, რომ ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დარჩეს“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე მათი საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა